სიახლეები


ახმეტაში ჩატარებულ ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში მოსწავლეების 90%-მა კატეგორია ''თამამი'' აირჩია
08-11-2016
-
+


ახმეტაში ''ეტალონის'' პირველ ტურის ორგანიზებაში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.   

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ახმეტაში, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა. 

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.    

მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა პირებმა გაასწორეს. ‘’ეტალონის’’ ჯგუფი კი მათთგან ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს გამოავლენს.

ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები მომდევნო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.    

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით "Etaloni.ge"-სთან საუბრისას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ფიქრია ხოხობაშვილი აღნიშნავს, რომ შესარჩევ ტურში მონაწილე ბავშვების უმრავლესობამ კატეგორია ‘’თამამი’’ აირჩია:

„ეტალონის'' შესარჩევ ტურში 25-დან 20 სკოლა იღებდა მონაწილეობას. სულ 400-მდე მოსწავლე. ბარიერი გადალახა 202 მოსწავლემ. ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდა, ორგანიზებულად, ყოველგვარი დარღვევების გარეშე. ზოგადად, მოსწავლეების 90%-მა აირჩია კატეგორია ‘’თამამი’’.  ყველას აქვს გარკვეული ამბიცია. ტრენერები იყვნენ ძალიან კარგად ორგანიზებულები და ყველაფერმა ობიექტურად ჩაიარა.“

ახმეტის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ნანული კრიხელის თქმით, ყველაზე მაღალი ქულები დაიწერა პირველ საჯარო სკოლაში: 

„კოორდინატორი მყავდა სკოლაში გამოყოფილი. შესარჩევი ტური ძალიან კარგად ჩატარდა. თითქმის ყველა კლასმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ერთ დიდ კლასში შევიყვანეთ და აქტიურობა იყო ძალიან კარგი. ვაკონტროლებდით შესარჩევი ტურის მსვლელობას. ბავშვებმა ძალიან კარგად იმუშავეს და ქულებიც ძალიან კარგი დაიწერა. 91 დაიწერა ყველაზე მაღალი ქულა. ძალიან კმაყოფილები ვართ. სტიმულია ‘’ეტალონი’’ ამ ბავშვებისთვის. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ტესტები თითოეულ კლასს იყო მორგებული. ესეც ძალიან კარგი სიახლე იყო ჩვენი ბავშვებისთვის. სულმოუთმენლად ველოდებით მეორე ტურს.“ 

‘’ეტალონის’’ შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, რესურსსცენტრსა და სკოლის წარმომადგენლებს ინტელექტ-შეჯიბრში ჩართულობისთვის. 

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".          

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება