ახმეტელებმა 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
10-04-2017
დაკოპირებულია
-
+
ახმეტაში 9 აპრილის სახელობის სკვერში ჩატარდა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი, სადაც ახმეტელებმა პატივი მიაგეს და გვირგვინებით შეამკეს 1989 წლის 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა მემორიალი.
დასასრულს, ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით თემატური ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ 9 აპრილი მათთვის განსაკუთრებულად მტკივნეული და ემოციურად დატვირთული დღეა.