სიახლეები
ეტალონი

''ახალგაზრდები ''ეტალონის'' ოჯახის წევრებად თვლიან თავს'' - ''ხობის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა
06-04-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ხობის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.      

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა.   
 
ხობის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.  

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგზარდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, რესურსცენტრის უფროსი ბეატრისა რუსია, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი ბორის ბერაია და დირექტორის მოადგილე ხათუნა ხორავა, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.   

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.  
 
''ხობის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ხობის N1 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ირაკლი ჯანაშია დაეუფლა. 

საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ აღნიშნა, რომ ახალგაზრდები ''ეტალონის'' ოჯახის წევრებად თვლიან თავს:

''ეტალონმა'' მოსახელეობის ძალიან დიდი ინეტერესი გამოიწვია. პირადად ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ინტელექტ-შეჯიბრი მუნიციპალიტეტების მასშტაბით ხორციელდება. ჩვენი მუნიციპალიტეტი მიესალმება პროექტის ამ დონეზე ჩატარებას. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუყწყობთ ''ეტალონს''. დარწმუნებული ვარ, ახალი კულტურის სასახლე რომ გვექნება, ისევე  გაივსება, როგორც გუშინ. ძალიან ამაღლებული განწყობით ვუყურებთ ამ პროექტის განხორცელებას. ის განწყობა, რაც გუშინ დარბაზში სუფევდა, იყო იმის მანიშნებელი, რომ ახალგაზრდები ნამდვილად ''ეტალონის'' ოჯახის წევრებად თვლიან თავს.''        
 
რესურსცენტრის უფროსის ბეატრისა რუსიას თქმით, ''ეტალონი'' მნიშვნელოვანია მოსწავლეების ცოდნის ამაღლებისთვის:

''ძალიან მნიშვნელოვანი და განაკუთრებული დღე იყო. სასიამოვნო და ცოცხალ შეჯიბრება ჩატარდა. სულ 25 სკოლა მონაწილეობდა. ''ეტალონი'' მნიშვნელოვანია მოსწავლეების ცოდნის ამაღლებისთვის, მათი აქტიურობისთვის. მომავალ თაობას სჭირდება მსგავსი ტიპის ინტელექტ-შეჯიბრებები. მოსწავლეების ცოდნის ამაღლებისთვის ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ყველაფერს აკეთებს.'' 
 

''ხობის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ირაკლი ჯანაშია, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''. 

ღონისძიების მხარდაჭერისთვის ''ეტალონი'' მადლობას უხდის ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრს და მის ხელმძღვანელობას - ბორის ბერაიას და ხათუნა ხორავას.

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება