სიახლეები
სკოლები

თიანეთის რესურსცენტრის ტრადიციები
05-04-2017
-
+


ირაკლი ზვიადაური თიანეთის რესურსცენტრის უფროსად 3 წელია მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში რესურსცენტრმა არაერთი პროექტი თუ აქტივობა განახორციელა. ამის შესახებ თავად ბატონი ირაკლი გვიყვება:

''2014 წლიდან სკოლებში (VI-X კლასებში) კლასიდან კლასში გადასასვლელი  წლიური გამოცდები დავნერგეთ. რაიონიდან დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს ყოველწლიურად ვუტარებთ გამოცდებს ზოგად უნარებში (ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპრობირებული წესებით), რაც მოსწავლეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და დიდ დახმარებას უწევს მათ.

რესურსცენტრის საქმიანობიდან ასევე გამოვყოფდი, სკოლების კურსდამთავრებულთა რაიონულ შეკრებას ბოლო ზარის დღეს და რაიონული ლაშქრობების მოწყობას.

2014 წლის 26 მაისს დავლაშქრეთ კოხის მთა, რომელიც ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს. დაახლოებით ოთხი კილომეტრი ფეხით სავალი გზა 300-მდე მოსწავლემ, მასწავლებელმა და სტუდენტმა გაიარა.

2015 წლის 26 მაისს ისევ კოხის მთისკენ ავიღეთ გეზი, დაახლოებით ისევ ამდენივე ვიყავით.  2016 წლის 26 მაისს კი იკვლივის მთა დავლაშქრეთ. მთა ზღვის დონიდან 1850 მეტრზე მდებარეობს და 8 კილომეტრია ფეხით სავალი. ყველა სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და 200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

წელს უფრო მასშტაბური მარშრუტი გვაქვს დაგეგმილი რაიონის 11-ვე სკოლის მოსწავლეებისათვის: თიანეთი, შემდეგ არტანი, სოფლიონის მთა, ჩარგალი, არაგვის ჭალები. ფეხით სავალი იზრდება 10-11 კილომეტრამდე.''

ირაკლი ზვიადაურმა, სანამ რესურსცენტრში დაიწყებდა მუშაობას, გრძელი და საინტერესო გზა განვლო. კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად ორ წელიწადს იმუშავა და კომკავშირის რაიკომის მდივნად გადავიდა (1983-1990 წლებში).

ირაკლი ზვიადაური: ''რაიკომის მდივნად მუშაობის პერიოდში, თიანეთელ ახალგაზრდებთან ერთად ფეხით შემოვიარეთ ფშავი, ხევსურეთი, მთიულ-გუდამაყარი, მთა-თუშეთი, რაჭა, სვანეთი, მესხეთ-ჯავახეთი და აჭარის მთები. სხვადასხვა დროს ვიყავი რაიონის სპორტის ხელმძღვანელი, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების გამგე, რაიონის გამგებლის მოადგილე, სკოლის დირექტორი და მასწავლებელი.''


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება