სიახლეები
საინტერესო

პროგრამა, რომელიც სკოლის დირექტორებს დაეხმარება გახდნენ ძლიერი, მოტივირებული და ეფექტიანი ლიდერები
29-03-2017
-
+


„ლიდერობის აკადემია 1“ - ის სრული პროგრამის წარმატებით დასრულება დაეხმარება სკოლის დირექტორებს გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა სკოლის კონტექსტისთვის საჭირო მენეჯმენტის მიმართულებით და გახდნენ ძლიერი, მოტივირებული და ეფექტიანი ლიდერები.

ლიდერობის აკადემიის სამი დონე 11 ტრენინგმოდულისა და კვარტალური შეხვედრებისგან შედგება, კურსის მიზანია საჯარო სკოლების დირექტორების პროფესიული განვითრების ხელშეწყობა, რათა მათ ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. პროფესიული განვითარების კურსი 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული.

მონიტორინგის შედეგების თანახმად, ლიდერობის პირველი აკადემიის მონაწილე დირექტორთა 81%-მა მიიჩნია, რომ ტრენინგის სასწავლო მიზნები შეესაბამებოდა მათ პროფესიულ საჭიროებებს. ასევე, დირექტორთა 76% აღნიშნა, რომ ტრენინგმა გაზარდა მათი პროფესიული დონე და მიღებული ცოდნა დაეხმარება გახდეს უკეთესი დირექტორი.

გარდა ტრენინგებისა, პროექტის ფარგლებში დირექტორებისათვის გაიმართება კვარტალური შეხვედრები და ყოველწლიური კონფერენციები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, კოლეგებს გაუზიარონ აკადემიაში მიღებული ცოდნა და პროფესიული გამოცდილება, საკუთარ კონტექსტზე დაყრდნობით შეარჩიონ საუკეთესო გზები და შესაძლებლობები.

შეგახსენებთ, რომ ''ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს'' მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, საჯარო სკოლის დირექტორებს სკოლის მართვის გაუმჯობესების - ''ლიდერობის აკადემია 1-ის'' დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

„ლიდერობის აკადემია 1“ 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე პროექტის ფარგლებში შემუშავებული გრძელვადიანი კურსის ფარგლებში გაიარა.


კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
რა შემთხვევაში დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადებას - ყველა დეტალი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
გურამ მარკოიძე პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული
ღონისძიების ორგანიზატორი, სცენარისტი და რეჟისორი, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ანა გოგავა გახლდათ
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება