სიახლეები
ეტალონი

წლევანდელ ''ეტალონში'' დუშეთის სკოლები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ
27-03-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''დუშეთის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დუშეთის N2 სკოლაში ჩატარდა. 

დუშეთის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა-ჩოხელი, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგზარულს საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთი წიკლაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ირმა წიკლაური, დუშეთის N2 სკოლის დირექტორი ელენე თეთრუაშვილი, რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრენენ.  

''დუშეთის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს არაგვისპირის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, სერგო კახურაშვილი დაეუფლა.

''დუშეთის ეტალონი მოსწავლე'' აღნიშნავს, რომ პროექტში მონაწილეობამ დიდი გამოცდილება შესძინა:

'' გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ ამ წარმატებით. ღონისძიება ძალიან კარგად იყო დაგეგმილი. ''ეტალონში'' მონაწილეობით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ვემზადები ფინალისთვის.'' 

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაჟა-ჩოხელის თქმით, ყოველთვის მხარს დაუჭერენ ''ეტალონს'':

''ჩვენთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველთვის აქტიურად მიიღებს მასში მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ყველა სკოლა მონაწილეობდა და ძალიან გვარხაებს ეს ფაქტი.''

რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი აღნიშნავს, რომ ''ეტალონი'' მოსწავლეებს თავიანთი ცოდნის წარმოჩენის საშუალებას აძლევს:

''2 წელიწადზე მეტია რაც მე ამ პოზიციაზე ვმუშაობ და ორჯერ მომიწია ეტალონის სტუმარი ვყოფილიყავი ჩვენი რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებთან ერთად. თავიდანვე დადებითად განვეწყვე ამ პროექტის მიმართ. ''ეტალონი'' მოსწავლეებში მოტივაციას ამაღლებს. აღსანიშნავია, რომ ბავშვები ძალიან დაინტერებულები არიან ამ პროექტით. 35 სკოლის 80 ბავშვი ესწრებოდა ღონისძიებას. სკოლის დირექტორებმა ''ეტალონთან'' უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ეს არის ის პროექტი, რომელიც ყველა წარჩინებულ მოსწავლეს თავიანთი ცოდნისა და უნარების წარმოჩენის საშუალებას აძლევს ყოველგვარი პროტექციის გარეშე. ჩვენ ყოველთვის ვითანამშრომლებთ ეტალონთან.''

გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგზარულს საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთი წიკლაურის თქმით, წინა წლებთან შედარებით ''ეტალონში'' ჩართული მოსწავლეების რიცხვი გაცილებით მეტია:

''წელს განსაკუთრებით ბევრი მოსწავლე ჩაერთო ''ეტალონში'',  ბავშვები უფრო აქტიურები იყვნენ. როგორც მოსწავლეთა, ისე პედაგოგთა მხრიდან იყო განსაკუთრებული ინტერესი. ბატონ გოჩას ძალიან ლამაზად მიჰყავდა  ღონისძიება. ''ეტალონი'' ბავშვის ნიჭის, ინტელექტის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა. პროექტი ნამვილად იმსახურებს ყურადღებას და ასეთ მაღალ ინტერესს.''

''დუშეთის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი სერგო კახურაშვილი, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.  

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება