ქვემო მახოს სკოლაში გამომეტყველებით კითხვაში კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
20-03-2017
დაკოპირებულია
-
+
ქვემო მახოს სკოლაში გამომეტყველებით კითხვაში კონკურსი ჩატარდა.
კონკურსის მინაწილეებს გადაეცათ ზურაბ გორგილაძის ლექსები, რომელიც უნდა მოემზადებინათ და წინასწარ არჩეული ჟიურის წევრებისთვის წარედგინათ.
კონკურის ჟიურის წევრები იყვნენ ამავე სკოლის პედაგოგები:
სალომე ლორთქიფანიძე, ჟუჟუნა დევაძე, ციცინი სამნიძე, ქეთევან აბულაძე და გიულუ გაბიტაძე. მათ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით შეაფასეს მისწავლეები.
გამოვლინდნენ საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები.
I ადგილი - ხატია გორგოშაძე მე-6 კლასის მოსწავლე. II ადგილზე გავიდა ორი მოსწავლე მე-3 კლასელი ქოქოლაძე ჰენრი და IV კლასელი ელისო შანთაძე, ხოლი III ადგილზე მე-6 კლასის მოსწავლე ნინი ნაკაშიძე.
საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, ხოლო გამარჯვებული ზურაბ გორგილაძის ლექსით წარსდგება რეგიონალ ტურზე.
სკოლის ადმინისტრაცია წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს სამომავლოდ.