სიახლეები
სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით ახალი, მასშტაბური პროექტი ხორციელდება
14-03-2017
-
+


„ახალციხის ციხეზე“ მეცხრე კლასის მოსწავლეებს, „თავისუფალი გაკვეთილების” ფარგლებში, სასწავლო ექსკურსია ჩაუტარდათ თემაზე - საქართველოს ისტორია და სამცხე–ჯავახეთი.



მოსწავლეებმა, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ოთხი საჯარო სკოლიდან იყვნენ, ციხესთან ერთად, სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმიც დაათვალიერეს. 

ღონისძიების შემდეგ, მოსწავლეებს შეხვდა და მათი შეფასებები მოისმინა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ახალი, მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.

თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან და მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობისა და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს. 

სწორედ  ასეთ აქტივობას განეკუთვნება სასწავლო ექსკურსიები, რომელიც სრულიად ახალ ფორმატში აღდგა.

გასვლითი გაკვეთილები „ახალციხის ციხეზე“ გაგრძელდება და მის ორგანიზებაში სამინისტროს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ახალციხის მერია, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ციხის ადმინისტრაცია დაეხმარება. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
„X კლასი ჩემი საუკეთესოები!“, - ასე მოიხსენიებს მეათეკლასელებს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება