სიახლეები
ეტალონი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ''ეტალონის'' შესარჩევმა ტურმა პოზიტიური მუხტი შეიტანა
08-03-2017
-
+


ბორჯომში ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. 

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.     

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.  

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამასახურის უფროსის მარინა ხუჯაძის თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტეის ყველა სკოლა აქტიურად ჩაერთო შესარჩევ ტურში:

''ბორჯომის მუნიციპალიტეტის 21-ვე სკოლა ძალიან აქტიურად იყო ჩართული ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში. ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა ყველგან. ბავშვების დამოკიდებულება დადებითია ამ პროექტის მიმართ და დიდი მოლოდინები აქვთ. პირადად 2 სკოლაში ვიყავი და დავაკვირდი შესარჩევი ტურის მსვლელობას.''

რესურსცენტრის უფროსი იზო ლომიძე აღნიშნავს, რომ შესარჩევი ტური ყველა სკოლაში ორგანიზებულად ჩატარდა:

''ეტალონთან'' უკვე მეორე წელია რაც ვთანამშრომლობთ. შარშან პირველად ჩატარდა ჩვენთან და პოზიტიური მუხტი შემოიტანა მოსწავლე-ახალგაზრდობაში ამ პროექტმა. წელს განსაკუთრებით აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ სკოლები. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მონაწილეობდა. მოსწავლეებმა აირჩიეს კატეგორიები როგორც ''თამამი'', ასევე ''მამულიშვილი''. ორგანიზებულად, საინტერსოდ და ლამაზად ჩატარდა ყველა სკოლაში. მიმაჩნია, რომ ეს პროექტი ძალიან კარგი გამოწვევაა მოსწავლეებისთვის. ბავშვები სულმოუთქმელად ელოდებიან შემდგომ ეტაპებს.''

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს"ეტალონ მოსწავლეებს".     

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება