სიახლეები
ეტალონი

''საჩხერში ეტალონის'' შესარჩევ ტურს მოსწავლეები აღტაცებითა და დიდი ინტერესით შეხვდნენ
07-03-2017
-
+


საჩხერის ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით საჩხერის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.  

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.      

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.  
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ლევან ჩხეიძის თქმით, ''ეტალონმა'' დიდი ინტერესი გამოიწვია:

''რამდენიმე სკოლაში დავესწარით შესარჩევ ტურს. ''ეტალონმა'' ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ყველა სკოლა ჩაერთო. ვფიქრობთ, რომ წარმატებას მიაღწევენ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვები.''

საჩხერის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების წამყვანმა სპეციალისტმა ხათუნა ქველაძემ აღნიშნა, რომ ბავშვები დიდი აღტაცებით მონაწილეობენ ინტელექტ-შეჯიბრში:

''შესარჩევი ტური ორგანიზებულად ჩატარდა. ბავშვები დიდი აღტაცებითა და სურვილით მონაწილეობდნენ ამ პროცესში. 82 მონაწილე გადავიდა მუნიციპალურ ტურში. ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები რამდენმე სკოლაში ადევნებდნენ თვალს შესარჩევ ტურს.''

რესურსცენტრის უფროსი ცისმარ მაჭარაშვილის თქმით, საჩხერის ყველა სკოლა მონაწილეობდა ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში:

''ყველანი მხარს ვუჭერთ ამ პროექტს. მიგვაჩნია, რომ ''ეტალონი'' მრავალმხრივ საინტერესო ინტელექტ-შეჯიბრია. ეს პროექტი მოსწავლეს კონკურენტულ გარემოში სამართლიანი გზით სიარულს ასწავლის, ''ეტალონი'' თვითრეალიზების საშუალებაა. პროექტის სანდოობა ეჭვს არავის უტოვებს. ყველა მონაწილეს სჯერა, რომ აქ მათ ცოდნას არავინ დაუკარგავს. ეს ფაქტორი განაპირობებს პროექტის პოპულარობას. ყველა სკოლა მონაწილეობდა ამ პროექტში. იმედი მაქვს, ''ეტალონი'' გაგრძელდება და კვლავ იქნება ჩვენი მოსწავლეების მოტივაციისა და სტიმულის მიმცემი, რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ.''   
 
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს"ეტალონ მოსწავლეებს".    
 
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„ყველა საგანი უკავშირდება სხვა რომელიმე სფეროს და ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანთან“
 
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება