მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო ''ანა კალანდაძე - პოეზიის დედოფალი'' ჩაატარეს.
ლიტერატურული საღამოს მიზანი მოსწავლეებში პოეზიის პოპულარიზაცია და ანა კალანდაძის შემოქმედების სიღრმისეული გაცნობა იყო.
მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს: ''ქარი გიმღერიოს ნანასა'', ''თუთა'', ''ლაჰილზე ისევ'', ''ასეთი დარი თუ იყო მაშინ'', ''მოდიოდა ნინო მთებით'', ''მკვდართა მზე ვარ'', ''ბოშა ქალი'', ''თავგამოდებით მღეროდა შაშვი'' და სხვა მრავალი.
როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, ეს საღამო პოეზიის ნამდვილი ზეიმი იყო.
ლიტერატურულმა საღამომ წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი ისეთი ღონისძიებების მოწყობისა, სადაც წაიკითხავენ მათთვის საყვარელი პოეტების შემოქმედებიდან ლექსებს.
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“