25 თებერვალი 2017 შაბათი - 08:31
12-01-2017
ასეთი სელფი ჯერ არავის გადაუღია – მან მსოფლიო აალაპარაკა
“ტვიტერის” მომხმარებლებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამერიკელი ალისა ბორდელონის სელფიმ. გოგონამ საღამოს კაბა ჩაიცვა და სარკეში გადაიღო ფოტო, რომელიც მაშინვე განათავსა სოციალურ ქსელში. როგორც ჩანს, არანაირი ყურადღება არ მიაქცია იმას, თუ რა ხდებოდა მის ზურგსუკან. “მივდივარ წვეულებაზე, რადგან მინდა საბაბი, რომ ეს კაბა ჩავიცვა” – ეწერა ფოტოს აღწერაში...

თავად მეტზე აღარ უფიქრია. სამაგიეროდ, ამ ფოტოს ფონმა მსოფლიოს ინტერნეტმომხმარებლები დაშოკა. 



გოგონას მიღმა ისეთი არეულობა ჩანს ფოტოზე, ძალით რომ მოგინდეს, რომ ვერ იზამ. ალისა სიბინძურესა და უწესრიგობაში ამხილეს და რამდენიმე ათასი კომენტარი და გაზიარება მოჰყვა. გოგონას უამრავი რჩევა მისცეს, როგორ უნდა დაელაგებინა ოთახი და რომ ასეთი არეულობის ფონზე სურათის გადაღება არ შეიძლება. “ვილოცებ იმისთვის, ვინც ამ გოგოზე იქორწინებს”, - წერდა ერთი კომენტატორი. 

თუმცა თავად ალისა სულაც არ აუღელვებია მისი პერსონის მიმართ ასეთ დიდ ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე კარგი კუთხით გაიცნო მსოფლიომ, მაინც კმაყოფილია, რომ ასეთი ცნობილი გახდა. ღიმილითაც კი თქვა: “როცა ჩემი უმცროსი ძმა გაიგებს, როგორ გავხდი ინტერნეტ-მემი, ის არასდროს აღარ დაალაგებს თავის ოთახს”.


კომენტარები (0)


სხვა სიახლეები