19 იანვარი 2017 ხუთშაბათი - 02:08
12-01-2017
კირკოროვის საიდუმლო ცოლი და შვილები – აი, თურმე ვინ ყოფილა მისი ცოლი
ფილიპ კირკოროვს რუსული ესტრადის მეფეს უწოდებენ. მას უზარმაზარი გავლენა და დიდი ფული აქვს. ყველა დიდ ღონისძიებაში მონაწილეობს და შოუების აქტიური სტუმარია, თუმცა მისი პირადი ცხოვრება პრაქტიკულად დახურულია.

აქამდე ბევრს ეგონა, რომ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ფილიპის გული ერთადერთ ქალს ეკუთვნის – მის ყოფილ ცოლს ალა პუგაჩოვას, და რომ მომღერალს სხვა ქალები არ აინტერესებს. თუმცა ეს მოსაზრება ნაკლებ სარწმუნოა, მით უმეტეს, რომ უკვე 2011 წლიდან მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა და სულ ახლახან ჟურნალისტებმა მისი ცოლიც “იპოვეს”. 2011 წელს გაუჩნდა ფილიპს გოგონა – ანა-ვიქტორია. ეს სიახლე ნამდვილი სენსაცია იყო, რომელმაც პუგაჩოვასა და გალკინის ქორწინებაც კი დაჩრდილა.ვერავინ ვერ გაარკვია, ვინ იყო ბავშვის დედა. მოგვიანებით ამბობდნენ, რომ ქალიშვილი ფილიპს ვიღაც ამერიკელმა ქალმა გაუჩინა – ბავშვი მართლაც ამერიკაში დაიბადა. 7 თვეც არ იყო გასული ამ ამბიდან, რომ ფილიპს ვაჟიც გაუჩნდა – მარტინი. ბავშვების ფოტოები მომღერალმა მხოლოდ 2015 წელს გამოაჩინა, მანამდე ისინი არავის ჰყავდა ნანახი, ვიწრო წრის გარდა. ყველამ აღნიშნა, რომ ბავშვები მამას ჰგვანან და ახლაც, მათი ყოველი ახალი ფოტო ათასობით ლაიქს აგროვებს ინსტაგრამზე. ერთ-ერთი გასართობი შოუს გადაღებისას კირკოროვის ქალიშვილმა წამყვანს უთხრა, რომ სახლში რაღაცეების კეთებაში მას ეხმარებიან “მამა ფილიპი და დედა ნატაშა”. ამ ამბავმა ჟურნალისტებს ახალი თავსატეხი გაუჩინა – ვერ ადგენდნენ, ვის უწოდებდა ბავშვი დედას. მოგვიანებით ფილიპმა აღიარა: “ჩვენ ჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს. უბრალოდ დედა არ არის საჯარო პიროვნება ყურადღება ისედაც არ გვაკლია, მას კი არ უყვარს აჟიოტაჟი. ბავშვები სრულფასოვან ოჯახში ცხოვრობენ”.მხოლოდ ცოტა ხნის წინ გამოიჭირეს პაპარაცებმა, ვინ არის “დედა ნატაშა”, რომელიც ფილიპთან ცხოვრობს და მის შვილებს დედობას უწევს, მომღერალს კი – ცოლობას. ეს ქალბატონი მოსკოველი ბიზნესვუმენი ნატალია ეფრემოვაა. წყვილი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობს. ქალს საფირმო ბუტიკები აქვს მოსკოვში, რომელთა ხშირი სტუმარი იყო ხოლმე კირკოროვი და იქ გაიცნო მომავალი მეუღლე.ასე რომ, ფილიპის პირად ცხოვრებაზე გაიფანტა ყველა ეჭვი – თითქოს ის არატრადიციული ორიენტაციისაა ან ალა პუგაჩოვას მარადიული ერთგული.


კომენტარები (0)


სხვა სიახლეები