სიახლეები
სიახლეები

''სასკოლო ექსკურსიებზე გართობისა და დროსტარების ნაწილი არ დაფინანსდება'' - რა საკითხები განიხილეს დირექტორთა საბჭოს სხდომაზე
06-03-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

რა საკითხები განიხილეს დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, რა ინიციატივებზე ისაუბრა მინისტრმა. ამასთან დაკავშირებით Etaloni.ge სიქთარვის სკოლის დირექტორსა და საბჭოს წევრს, 
ია კვატაიას ესაუბრა.  
      
- ქალბატონო ია, რა საკითხები განიხილეთ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დირექტორთა საბჭოს შექმნა მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ბოლო წლებში მოხსნილია ელექტრონული კომუნიკაციის პრობლემა, თუმცა მინისტრთან უშუალო შეხვედრები, ყველა დირექტორის სათქმელის გაზიარება, სხვადასხვა საკითხის განხილვა, პრობლემის დასმა და მასზე დროული არგუმენტირებული პასუხი ან უახლოეს მომავალში პრობლემის გადაჭრის გზების შემუშავებაზე დადებული პირობა თავისთავად წინსვლის წინაპირობაა.   
 
რაც შეეხება დირექტორთა საბჭოს მესამე სხდომაზე განხილულ საკითხებს. საკითხები ძირითადად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარების ხედვას, სხვადასხვა ტიპის გათბობის სისტემის ფუნქციონირებისას შექმნილ პრობლემებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ამოქმედების ხელისშემშლელ ფაქტორებსა და მათი აღმოფხვრის გზებს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხელშეწყობის მიზნით სკოლების საგანმანათლებლო რესურსებითა და ლაბორატორიებით აღჭურვას შეეხო. მინისტრის პოზიცია ყველა დასმულ საკითხთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ რეალური და რელევანტურია. როდესაც დაისვა საკითხი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების არსებობაზე ყველა სკოლაში, მინისტრმა არგუმენტირებულად ახსნა, რომ ეს უახლოეს მომავალში შეუძლებელია, რადგან მანამდე მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, კომპიუტერული კლასები, სპორტული მოედნები, სველი წერტილები. ამიტომ ვირტუალური ლაბორატორია დასმული პრობლემის გადასაჭრელად ხელმისაწვდომი და საუკეთესო  გამოსავალია, თუმცა კარგ შემთხვევაში რაიონის 3-4 სკოლა მაინც აღიჭურვება თანამედროვე ლაბორატორიებით.         

- როგორც აღნიშნეთ, კვების ობიექტების ამოქმედების ხელისშემშლელი ფაქტორებზეც ისაუბრეთ. ამ პრობლემის მოგვარების გზები თუ დასახეთ?

- როდესაც დაისვა საკითხი კვების ობიექტების ამოქმედების ხელისშემშლელ ფაქტორებზე და პრობლემის მოგვარების შესაძლო გზაზე, რომ იქნებ ეს პრობლემა ვინმემ  ცენტრალიზებულად გადაჭრას, მინისტრი ამ საკითხშიც არგუმენტირებულ პასუხს იძლევა, რომ, როგორც იქნა, ცენტრალიზაცია დავანგრიეთ და მას აღარ მივუბრუნდებით. წინა სხდომაზე დასმული საკითხებიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე - დისციპლინური წარმოების წესში ცვლილებების შეტანაზე, შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და ცვლილებებიც იქნება, რის მიხედვითაც დირექტორები მეტი უფლებებით აღიჭურვებიან.       
     
- ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების მომატებაზეც ხომ არ იყო საუბარი?

- დიახ, ეს საკითხიც განვიხილეთ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების მატებაც იგეგმება, ოღონდ მომდევნო წლიდან. უნდა გააკეთო ის, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ჩვენ არავისგან ვითხოვთ შეუძლებელს - ალექსანდრე ჯეჯელავას ეს პოზიცია სავსებით მისაღები და გამართლებულია.         
  
- ''თავისუფალი გაკვეთილების'' პროექტი უკვე დაიწყო. ამასთან დაკავშირებით თუ ისაუბრეთ?

- ''თავისუფალი გაკვეთილების'' ფორმატმა ბევრი საინტერესო ფაქტი გამოავლინა, გაააქტიურა მოსწავლე და მასწავლებელი, სპორტული აქტივობების ჩატარებას მოსწავლეები მასწავლებლებს აღარ ანებებენ. სპორტული აქტივობების ჩაუტარებლობას რომ სპორტული დარბაზების მოუწესრიგებლობას აბრალებენ, ეს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ჰგავს. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობის თავის არიდებით სხვების, უპირველესად კი მოსწავლეების, დაზარალება, დანაშაულად მიმაჩნია.    
   
- როგორც ვიცით, საექსკურსიო ობიექტების კატალოგის შექმნაზეც იყო საუბარი. რას გულისხმობს ეს პროგრამა? 

- საინტერესო ინიციატივა იყო ექსკურსიების პროგრამა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სასკოლო ექსკურსიების დაფინანსება დაიწყება, მაგრამ დაფინანსდება მასწავლებლის მიერ დაგეგმილი სასწავლო აქტივობის ნაწილი ექსკურსიაზე და არა მეორე, გართობისა და დროსტარების ნაწილი.

- სკოლებში ფსიქოლოგის შტატის არსებობა ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. ამაზე თუ იყო საუბარი?

- დიახ, ამ თემაზეც ვისაუბრეთ. თუმცა ეს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება, რადგან თითზე ჩამოსათვლელია კომპეტენტური ფსიქოლოგები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს საკითხი იქცევა პარლამენტარების ზარების საფუძვლად თანამდებობაზე მათი ნათესავების დასასაქმებლად. მინისტრის ეს დამოკიდებულება, ვფიქრობ, ყველაზე სამართლიანი და ობიექტურია. მინდა აღვნიშნო, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ვიცე პრემიერად დანიშვნა, ვფიქრობ, განათლების სფეროსთვის საკმაოდ მომგებიანი იქნება. ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, თუკი ფიზიკურად შეეზღუდება დრო სურვილის შესაბამისად განათლების სფეროს მუშაკებთან გაატაროს, ამ შეზღუდვას აუცილებლად დააბალანსებს ის ბერკეტები, რითაც ვიცე პრემიერად ყოფნისას მოახერხებს, სასიკეთოდ წაადგეს განათლების სფეროს. 

კომენტარები


ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
პროფესიული განათლების მიმართულებით 2024 წლის პირველი თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების გამოვლენა დაიწყო 
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ამჯერად, გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“, გაზაფხულის სეზონი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ
ღონისძიება პედაგოგების - მარინე ირიციანისა და გაიანე ვარდაპეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება