19 იანვარი 2017 ხუთშაბათი - 02:06
11-01-2017
ყველაზე ეფექტური რეკლამა – ბანერი, რომელიც მწეველის გამოჩენისთანავე ახველებს
შვედეთის ფარმაცევტულმა კომპანიამ საკმაოდ უჩვეულო და ნოვატორული სარეკლამო აქცია წამოიწყო, რომელიც თამბაქოს მოწევის წინააღმდეგ არის მიმართული. “ცოცხალი” სარეკლამო ბანერი უკვე ბევრმა შენიშნა. მწეველები გულგრილები ვერ უვლიან გვერდს – ზოგს ეცინება, ზოგი მოულოდნელობისგან ხტის, ზოგი ბრაზდება კიდეც.

თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიისთვის შექმნილი სარეკლამო ბანერი კვამლის დეტექტორით არის აღჭურვილი. როცა ვიღაც ეწევა ასეთი ბილბორდის სიახლოვეს, მამაკაცი ვიდეოეკრანზე ხველებას იწყებს. 



მერე კი ჩნდება სხვადასხვა პრეპარატის გამოსახულება, რომლებიც მწეველ ადამიანს ამ მავნე ჩვევის დამარცხებაში დაეხმარება.მართლაც ეფექტური რეკლამაა, არა?


კომენტარები (0)


სხვა სიახლეები