25 თებერვალი 2017 შაბათი - 08:28
11-01-2017
ახალი დეტალები – კიმ კარდაშიანის ძარცვის საქმეში მისი მძღოლი მონაწილეობდა
გუშინ კიმ კარდაშიანის ძარცვის საქმეზე პარიზში 16 ადამიანი დააპატიმრეს, რომელთა სახელები არ ცხადდებოდა. დღეს გაირკვა, რომ კიდევ ერთი ადამიანი დაიჭირეს და ის ლიმუზინის 27 წლის მძღოლია, რომელიც კიმმა პარიზში მოდის კვირეულზე ყოფნის პერიოდისთვის დაიქირავა. პოლიციამ დაადასტურა, რომ ამ კაცს ჰქონდა პარიზში კიმის გადაადგილების მთლიანი გეგმა და ისიც ზუსტად იცოდა, როდის იყო ვარსკვლავი ნომერში.

მძღოლი პრესტიჟულ ფირმაში მუშაობდა, რომელსაც კარდაშიანების ოჯახი ენდობოდა და პარიზში ჩასვლისას ყოველთვის მათ უკვეთავდა მანქანებს. 

დაკავებულთა შორის არის ასევე 72 წლის პიერ ბი – დაჯგუფების სავარაუდო მეთაური. მისი თანამოაზრეები 60, 50 და 23 წლისანი არიან. ისინი დიდი ხანია არიან სამართალდამცველების ყურადღების ქვეშ.

მძარცველებმა დანაშაულის ადგილზე დნმ-ის კვალი დატოვეს. ერთ-ერთ დამნაშავეს ძირს დაუვარდა პაკეტი მოპარული ძვირფასეულობით. მათი აკრეფისას ვერ შენიშნა ერთი დავარდნილი სამკაული, სწორედ ამ სამკაულზე დატოვებული კვალი დაეხმარა ძიებას.

როგორც ამბობენ, გატაცებული სამკაულების საერთო ფასო 11 მილიონი დოლარი იყო. მძარცველებმა ორი მობილური ტელეფონიც გააყოლეს ხელს.



კომენტარები (0)


მსგავსი სიახლეები
სხვა სიახლეები