25 თებერვალი 2017 შაბათი - 08:29
10-01-2017
ამბის გაგრძელება – ვინ არის ჟურნალისტი, ვისაც ტრამპმა საჯაროდ დასცინა და ვისაც მერილ სტრიპმა ცნობილი სიტყვა მიუძღვნა
“ოქროს გლობუსზე” მერილ სტრიპის შთამბეჭდავმა სიტყვამ მსოფლიო აალაპარაკა. თუმცა ბევრმა ვერ გაიგო, რა ინციდენტი გაუხსენა მსახიობმა ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტს და ვისი დაცინვის გამო გააკრიტიკა ასე მწარედ.


 

როგორც აღმოჩნდა, დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო კამპანიის დროს გამოუჯავრებია “ნიუ იორკ თაიმსის” ჟურნალისტ სერჟ კოვალესკისთვის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. სწორედ მის შეზღუდულ შესაძლებლობებს დასცინა ტრამპმა და საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურებაც მიიღო. მერილის თქმით, მაშინ ტრამპის გამოსვლამ ის პირადად შეურაცხყო. “მომენტი, როცა ადამიანი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პატივსაცემ პოსტზე აქვს პრეტენზია, ინვალიდ რეპორტოირს აჯავრებს...



ადამიანს, რომელსაც ჯაბნის პრივილეგირებულობით, ძალაუფლებითა და წინააღმდეგობის გაწევის უნარით. მომენტი, როცა მე ეს დავინახე, გამიტყდა გული და დღემდე ვერ ვიგდებ თავიდან, რადგან ეს არ იყო კინო, ეს რეალურ ცხოვრებაში ხდებოდა. ინსტინქტი, დაამცირო სხვა, დემონსტრირებული საკაროდ ძალაუფლების მქონე პირის მიერ, ძალიან დიდი გავლენის მოხდება შეუძლია ყველაზე, თითქოს სხვებსაც ამის ნებას რთავს. უპატივცემულობას უპატივცემულობა მოსდევს, ძალადობას – ძალადობა. როცა ძლიერები თავიანთ ადგილს სხვათა მოსაშხაად იყენებენ, ჩვენ ყველანი დამარცხებულები ვრჩებით”, - აღნიშნა მერილმა.

შეგიძლიათ იხილოთ ის ვიდეო, რომელზეც ტრამპის საქციელია აღბეჭდილი.



კომენტარები (0)


მსგავსი სიახლეები
სხვა სიახლეები