სიახლეები


''ონის ეტალონი მოსწავლისთვის'' გამარჯვება ემოციური აღმოჩნდა
01-03-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ონის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ონის კულტურის ცენტრში ჩატარდა.      

ონის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   

ღონისძიებას ონის გამგებელი გიორგი ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, გამგებლის მოადგილე ირმა მაქარაშვილი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო მეტრეველი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''ონის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ონის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თიკო გობეჯიშვილი დაეუფლა.

''ონის ეტალონი მოსწავლის'' თიკო გობეჯიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა არ გასჭირვებია, გამარჯვებას მაინც არ ელოდა:

''კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან არ გამჭირვებია, მაგრამ გამარჯვებას მაინც არ ველოდი. კითხვები არ იყო რთული. ''ეტალონში'' მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრს სწავლობ, დიდ გამოცდილებას იძენს. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ამ ტიტულის მოპოვება. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევდი, რომ არ ინერვიულონ და საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ.''

ონის გამგებელი გიორგი ლობჯანიძე ხაზს უსვამს პროექტ ''ეტალონის'' მნიშვნელობას:

''შთაბეჭდილებები ნამდვილად კარგი გვაქვს. დამსწრე საზოგადოებაც ძალიან კმაყოფილია. პროექტი, რომელიც ამდენ წელს გაუძლებს, რა თქმა უნდა, შესანიშნავია და აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდა თაობის განვითარებისთვის.''

ონის გამგებლის მოადგილე ირმა მაქარაშვილმა მადლობას უხდის ''ეტალონის'' წამყვანს და შემოქმედებით ჯგუფს:

''ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტს, მის წამყვანსა და მთელს შემოქმედებით ჯგუფს. მართლაც არაჩვეულებრივი პროექტია, რომელიც მოსწავლეების გონებრივ და სულიერ ჩამოყალიბებას ემსახურება. ძალიან სასიამოვნოდ ჩატარდა, თბილი საღამო იყო. ძალიან კარგი ბავშვები გვყავს, უნიჭიერესები. მართლაც ღირსეული ბავშვი გამოვლინდა და გახდა ''ონის ეტალონი მოსწავლე''. იგი გამორჩიევა სწავლითა და ხელოვნებისადმი სიყვარულით. ბედნიერები და მოხარულები ვართ. არც შეიძლება სხვანაირი იყოს პროექტი, რომელიც ჩვენი უწმინდესისა და უნიტარესის მიერაა კურთხეული.  ვუსურვებ პროექტს ახალგაზრდების გულები კიდევ დიდხანს გაეხარებინოს.''

რესურსცენტრის უფროსმა ნინო მეტრეველმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის წარმოჩენა:

''აღფრთოვანებულები ვართ. ჩვენი სკოლებიდან ძალიან ბევრი ბავშვი ჩაერთო. ბავშვებმა წარმოაჩინეს თავი. ყველაფერი ღიად და ობიექტურად ჩატარდა, ძალიან ჯანსაღი ატმოსფერო იყო. ბავშვები ერთნმანეთსაც გულშემატკივრობდნენ. მოსწავლეებს უვითარდებათ უნარ-ჩვევები მომავალი გამოცდებისვის, იძენენ გამოცდილებას და უფრო თავდაჯერებულები ხდებიან. წარმატებებს ვუსურვებ ამ პროექტს. ბატონი გოჩა არის უბრწყინვალესი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ახალგაზრდების მომავლით.'' 

''ონის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი თიკო გობეჯიშვილი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. 

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''. 

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება