საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე.
მანდატურობის მსურველს უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება, ფლობდეს სახელმწიფო ენას, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად უნდა ჰქოდეს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები.
კურსები სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს.