სიახლეები
ეტალონი

დუშეთში ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში ტრადიციულად მაღალ შედეგებს ელოდებიან
28-02-2017
-
+


დუშეთში ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რესურსცენტრთან ერთად იყო ჩართული.   

ტესტირების დღესთან დაკავშირებით დუშეთის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
  
ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.    

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.  

დუშეთის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ქეთი წიკლაურის თქმით, მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო:

''დუშეთში ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში 36 სკოლა მონაწილეობდა. მხოლოდ 2 სკოლაში ვესწრებოდი. მოსწავლეების ჩართულობა მაღალი იყო. ბავშვებმა ინტერესი გამოიჩინეს და საკმაოდ ბევრმა მიიღო მონაწილეობა.''

რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილის თქმით, მაღალ შედეგებს ელოდებიან:

''თითქმის ყველა სკოლა მონაწილეობდა შესარჩევ ტურში. ბავშვები ძალიან მონდომებულები და კარაგად მომზადებულები არიან. სკოლები ''ეტალონით'' დაინტერესებულები არიან. დუშეთი ყოველთვის მაღალი შედეგებით გამოირჩევა და ტრადიციულად კარგის მოლოდინი გვაქვს.''

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს"ეტალონ მოსწავლეებს".     

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება