ახმეტის კულტურის ცენტრის ძეგლთა დაცვის სამსახურმა ადრე ქრისტიანულ ტაძარს მიაკვლია
ახმეტის კულტურის ცენტრის ძეგლთა დაცვის სამსახურმა კიდევ ერთი ძეგლი მოიძია, რომელიც აქამდე არსებულ წყაროებში არ არის მოხსენიებული.
სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები სოფელ მატანის აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე მდებარეობს, მდ.ალაზნის მარცხენა ნაპირას ტყიან გორაზე(ე/წ ბარდიანები).
ტაძარი, სავარაუდოდ, ადრე ქრისტიანულ პერიოდს განეკუთვნება.
იხილეთ ფოტო