ღია გაკვეთილი რაგბიში - თბილისის N210-ე სკოლის საინტერესო ინიციატივა
23-02-2017
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N210 სკოლის მე-6ბ კლასში ღია გაკვეთილი რაგბიში ჩატარდა.
გაკვეთილს რაგბის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
ღია გაკვეთილს ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, მათთვის ასეთი ტიპის გაკვეთილები ძალიან საინტერესოა. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ ღია გაკვეთილებს რაგბიში პერმანენტული ხასიათი მიეცეს.