სიახლეები
რჩევები

''დილით იხარხარეთ, ხომ ადვილია? მაგრამ, იცით როგორ გაგიჭირდებათ?'' - ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევა წარმატებული დღის დასაწყებად
21-02-2017
-
+


დილას როგორც დაიწყებთ, მთელი დღეც ისე გაგრძელდება. იმისთვის, რომ წარმატებული და სასიამოვნო დღე გქონდეთ, დილაც სწორედ ასე უნდა დაიწყოთ. 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ბედნიერი დღის მისეულ ხედვას გვიზიარებს: 

''დილა გაზმორებით დაიწყეთ. ეს დიდი სულიერი ოსტატის, ოშოს ტექნიკაა. როდესაც კარგად გაიზმორებით და ხელები რომ უნდა ჩამოუშვათ, ამ დროს იხარხარეთ. ხომ ადვილია? მაგრამ, იცით როგორ გაგიჭირდებათ? ხმასაც ვერ ამოიღებთ. 

უცებ ადამიანი ხვდება, როგორ ჩაიკეტა ღამე მისი ემოციური ცენტრი, ვერ იცინით, ჩახურულია ყველაფერი. გული არ დაგწყდეთ, არ გაჩერდეთ, ერთხელ არ გამოვა, ორჯერ, მაგრამ მაინც ეცადეთ. თუ გინდათ, დაახმარეთ ფილმი, საინტერესო ეპიზოდი, რამე სასაცილო. იცინეთ, მაგრამ ისე არა, რომ ვიღაც გააღვიძოთ, შეძლებისდაგვარად იცინეთ, რამდენადაც ამის საშუალებას სიტუაცია გაძლევთ. იცინეთ, როგორც კი სიცილის ენერგია გამოხეთქავს, თქვენი ემოციური მერიდიანი გაიხსნება. მთელი დღე იქნება ძალიან ნათელი, მშვიდი, მხიარული და სასიამოვნო. მიდით ფანჯარასთან, ახედეთ ცას, მზეს, ბუნებას. ახალი დღე მოვიდა, ახალი საწყისი შემოვიდა, ღვთიური ძალა, ღვთიური ენერგია. გადით გარეთ, შეისუნთქეთ ღრმად, მოუსმეთ ჩიტების ჭიკჭიკს. გამთლიანდით სამყაროსთან და უზომოდ ბედნიერი გახდებით.''



კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
დირექტორობის 210 კანდიდატი გასაუბრებაზე დღეს გავა - კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც საზეიმოდ იყო მორთული, დეკორაციის ავტორი კი ია ლომიძე გახლდათ
გამოცდა განსაზღვრავს მოსწავლის უნარებსა და ცოდნას ინგლისურ ენასა და მათემატიკაში

 
მოსწავლეებმა შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს, გიმნაზიის გუნდმა - „რკინის ჯვარმა“ კი ღირსეული გამარჯვება მოიპოვა
თემატური ნამუშევრები შექმნეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება