''სიღნაღის ეტალონ-მოსწავლეს'' მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა საჩუქრად ლეპტოპი გადასცეს
14-02-2017
დაკოპირებულია
-
+
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" გამარჯვებულ მოსწავლეს სოფო ყარალაშვილს სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა საჩუქრად ლეპტოპი გადასცეს.
შეჯიბრის გამარჯვებული სოფელ საქობოს სკოლის XI კლასის მოსწავლეა.
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას