სიახლეები
ეტალონი

ამბროლაურში''ეტალონის'' შესარჩევი ტურის შედეგებს ელიან
13-02-2017
-
+


ამბროლაურში ინტელექტ-შეჯიბრის ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ამბროლაურის, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა.

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.   

მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა პირებმა გაასწორეს. "ეტალონის" ჯგუფი კი მათთგან გამოავლენს ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს, რომლებიც მომდევნო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების წამყვანი სპეცილისტი თამარ გოგოლაძე აღნიშნავს, რომ ''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია: 

„ეტალონის'' შესარჩევი ტური საკმაოდ ორგანიზებულად ჩატარდა. დროულად დაიწყო ინტელექტ-შეჯიბრი. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ''ეტალონი'' ხშირად ჩატარდეს. თუ გაგრძელდება ინტელექტ-შეჯიბრი ეს ძალიან კარგი იქნება. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით მას და აქტიურად დავუჭერთ მხარს.“  
 
რესურსცენტრის უფროსის კახა რეხვიაშვილის თქმით, ''ეტალონი'' ერთ-ერთი საინტერესო და ყოვლისმომცველი პროექტია:

„ზოგადად, კმაყოფილი ვარ ამ პროექტით. ერთ-ერთი საინტერესო და ყოვლისმომცველი პროექტია მოზარდის განვითარების კუთხით . ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც წარმატებით ჩატარდა ტესტირება. ყველა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. კითხვები ბავშვებისთვის მისაღები იყო. კმაყოფილები არიან მოსწავლეები და მასწავლებლები. ''ეტალონი'' ხელს უწყობს მოსწავლეების ცოდნის გამომჟღავნებას. ამჯერადაც,  ‘’ეტალონმა’’ ტრადიციას არ უღალატა და თავისი მისია შესანიშნავად შეასრულა. ვფიქრობ, ფინალური ეტაპიც ასევე საინტერესოდ და კარგად ჩატარდება.“ 
 
''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს"ეტალონ მოსწავლეებს".   
      

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება