სიახლეები
ეტალონი

ონში ჩატარებულ ''ეტალონის'' შესარჩევ ტურს პიპილეთის სკოლა ეხმიანება
13-02-2017
-
+


ონში ინტელექტ-შეჯიბრის ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ონის, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა.

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.   

მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა პირებმა გაასწორეს. "ეტალონის" ჯგუფი კი მათთგან გამოავლენს ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს, რომლებიც მომდევნო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით "Etaloni.ge"-სთან საუბრისას ონის რესურსცენტრის უფროსი ნინო მეტრეველი აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს ‘’ეტალონი’’ ძალიან მოსწონთ

„ძალიან სასიამოვნო  და კარგი იყო ‘’ეტალონის’’ შესარჩევი ტური. ყველანაირი მიკერძოება გამოირიცხა. ბავშვებსაც ძალიან მოეწონათ. რაჭველი ბავშვები ძალიან ინტელექტუალები არიან და კარგი შედეგებიც აჩვენეს. ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს „ეტალონთან’’ და ძალიან მოგვწონს ეს პროეტქი.  შესარჩევ ტურში ყველა სკოლა იყო ჩართული. ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ ინტელექტ-შეჯიბრში. მოსწავლეებს ცოდნის გამოვლენის საშუალება ეძლევათ.“

ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ირმა მაქარაშვილის თქმით, შესარჩევმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა:

„შესარჩევმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა. გარემო შესანიშნავად იყო მომზადებული. ყოველგვარი ექსესების გარეშე ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ‘’ეტალონი’’. ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვართ ჩართულები ინტელექტ-შეჯიბრში. ბავშვების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ''ეტალონი'' პატრიარქის მიერ დალოცვილი პროექტია. 28 თებერვალს 55 ბავშვი მიიღებს შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას. დიდი მადლობა ბატონ გოჩას ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის.’’

Etaloni.ge - ს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარეს პიპილეთის სკოლის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, მრავალი ლამაზი და შედეგიანი დღე ახსოვს პიპილეთის სკოლას, მიუხედავად მისი მოსწავლეების სიმცირისა:

''მრავალი ლამაზი და შედეგიანი დღე ახსოვს პიპილეთის სკოლას, მიუხედავად მისი მოსწავლეების სიმცირისა. გამონაკლისი არც ''ეტალონის'' შესარჩევი ტური იყო. ინტელექტ-შეჯიბრი მეტად მშიდ ვითარებაში ჩატარდა. მონაწილეობა მიიღო ორმა მოსწავლემ. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს.''

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს"ეტალონ მოსწავლეებს".         

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„დასუფთავების აქცია მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა“,- ამბობენ სკოლაში
სპექტაკლი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, საოცარი დეკორაცია, რომელიც თავს აფხაზეთის სანაპიროზე გაგრძნობინებდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
საზოგადოება