მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახალ რესურსს სთავაზობს მასწავლებლებსა და განვითარებისა და სწავლის თეორიებით დაინტერესებულ პირებს.
სახელმძღვანელოები წარმოადგენს ერთგვარ სერიას, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს შემდეგ თემებს:
• ბიჰევიორიზმი
• სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორია
• ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია
• ლევ ვიგოტსკის კოგნიტური განვითარების სოციო-კულტურული თეორია
• კონსტრუქტივიზმი
• მორალური განვითარების თეორია
• ჰუმანისტური თეორია
• მრავალმხრივი ინტელექტის თეორია
სახელმძღვანელოები დაეხმარება მასწავლებელს როგორც სერტიფიცირებისთვის მზადებაში, ასევე პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებაში. წიგნები საქართველოს ყველა საჯარო სკოლას 2-2 ეგზემპლარად უსასყიდლოდ გადაეცემა.
მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოების სერიის შეძენის მსურველთათვის
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“