სიახლეები
ეტალონი

რა სიურპრიზი ელოდება ''კასპის ეტალონ მოსწავლეს''
06-02-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''კასპის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი კასპის N2 სკოლაში ჩატარდა.      

კასპის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   

ღონისძიებას კასპის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე, კასპის N2 სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე, რესურსცენტრის წარმომადგენელი ლია რეხვიაშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''კასპის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს N3 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ბაჩანა ბალიაშვილი დაეუფლა.

''კასპის ეტალონი მოსწავლე'' ბაჩანა ბალიაშვილი მოსწავლეებს რჩევებს აძლევს:

,,სიმართლე გითხრათ, ველოდი გამარჯვებას, რადგან ბევრს ვკითხულობ. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ გამარჯვებით. მომავალ ,,ეტალონელებს“ ვურჩევ, რომ ბევრი ისწავლონ, იშრომონ და წარმატებებს აუცილებლად მიაღწევენ.“

კასპის N3 სკოლის დირექტორი მარინე ქონიაშვილი ,,კასპის ეტალონ მოსწავლეს“ ძალიან დადებითად ახასიათებს:

,,ბაჩანა ძალიან კარგი მოსწავლეა, დინჯი და სერიოზული ბიჭია, თავმდაბალია და ძალიან  მეგობრული. ბაჩანას სასკოლო ღონისძიებებში უყვარს მონაწილეობა. საოცარი ხმის ტემბრი აქვს და მხატვრული კითხვა ძალიან კარგად გამოსდის. მეგობრებს დახმარებაზე უარს არასდროს არ ეუბნება, პირიქით შეუძლია დაეხმაროს სხვებს და შემდეგ თვითონ ჩრდილში იდგეს.’’

გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თეა ხორბალაძის თქმით, ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა:

,,ეტალონი’’ კასპის მუნიციპალიტეტს პირველად არ სტუმრობს. ყოველთვის მოხარულები ვართ, რომ პროექტი ასეთი ინტელექტუალი ახალგაზრდების შეკრებას უწევს ორგანიზებას. მადლობა პირადად გოჩა ტყეშელაშვილს, რომ ასეთი საგანმანათლებლო პროექტი არსებობს. ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა, ,,ეტალონს“ ეს ნამდვილად არ ეშლება. ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველთვის მიესალმება ,,ეტალონს“ და სხვა მსგავს ინტელექტუალურ პროექტებს.“

კასპის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი,  ,,ეტალონის’’ მთელ შემოქმდებით ჯგუფს წარმატეტებს უსურვებს:

,,როგორც ყოველთვის, ,,ეტალონის“ ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა. ,,ეტალონმა’’ თავისი მრავალწლიანი არსებობით დაამტკიცა, რომ აუცილებელი საგანმანათლებლო პროექტია. ,,ეტალონი“ აუცილებელია მოზარდის  განვითარებისთვის, პიროვნების ფორმირებისთის.  წარმატებებს ვუსურვებ მთელს შემოქმედებით ჯგუფს და ვისურვებდი, რომ მალე დაბრუნდეს სატელევიზიო სივრცეში.“

საკრებულოს თავმჯდომარემ მანუჩარ მერებაშვილმა Etaloni.ge-სთან აღნიშნა, რომ ამ კვირაში გამარჯვებულ მოსწავლეს საჩუქარს გადასცემენ:

,,ამ კვირაში ,,კასპის ეტალონი მოსწავლის“ სკოლას პირადად ვესტუმრებით და გამარჯვებულს გადავცემთ საჩუქარს, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარებაში. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის სახალხოა. წინა წლებთან შედარებით კონტინგენტი აშკარად გაზრდილია. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ მოსწავლეები უფრო მეტი ყურდაღებით არიან. საჭირო და აუცილებელი პროექტია მოსწავლეებისთვის.’’

რესურსცენტრის უფროსის რუსუდან მიგრიაულის თქმით, ეტალონი მნიშვნელოვანი პროექტია მოსწავლეების ინტელექტუალური განვითარებისთვის:

 ,,ყველაფერი ძალიან სასიამოვნოდ და კარგად წარიმართა. ''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მოსწავლეების ინტელექტუალური განვითარებისთვის, ცოდნის გაღრმავებისთვის. ასეთ კონკურსებში მონაწილეობა ბავშვებს დიდ გამოცდილებას სძენს.''

''კასპის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ბაჩანა ბალიაშვილი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. 

,,ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ,,ეტალონ მოსწავლეებს". 

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება