სიახლეები
საინტერესო

რას ნიშნავს კარგი გაკვეთილი
24-01-2017
-
+


რას ნიშნავს კარგი გაკვეთილი?

იხილეთ, კარგი გაკვეთილის კრიტერიუმები:

  • მოსწავლეთა  ჩართულობა

კარგია გაკვეთილი,  როცა  მიუხედავად  რაოდენობისა,  ყველა მოსწავლეა მასში ჩართული,  ყველას ჩართულობა  შეიძლება გულისხმობდეს,  როგორც ყველა მოსწავლის  ერთ რაიმე დავალებაზე ფოკუსირებას,  ასევე  ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეების აქტივობებს.  მთავრია,  რომ არც ერთი მოსწავლე არ იყოს გაკვეთილის დროს გამოთიშული იმ პროცესისაგან,  რასაც პედაგოგი წარმართავს.  ამას მასწავლებელი უნდა აღწევდეს მხოლოდ მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობაზე მანიპულირებით და არა ძალდატანებით.

ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:

“ კარგია გაკვეთილი, როცა მასწავლებელი ყველანაირად  ცდილობს, საინტერესოდ მიაწოდოს ინფორმაცია და მოსწავლეებს არ აძლევს გაკვეთილიდან გათიშვის საშუალებას, სხვადასხვა აქტივობებით,  რომ არის გაკვეთილი დატვირთული იმით და არა სიმკაცრით და დასჯით.”

  • თანაბარი ყურადღება ყველა მოსწავლეს

კარგია გაკვეთილი, როცა ყველა მოსწავლეს ეთმობა თანაბარი ყურადღება, არა მარტო მასწავლებლის,  არამედ სხვა მოსწავლეების მხრიდანაც, რათქმაუნდა, ამ პროცესს მასწავლებელი წარმართავს.

ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე მშობლის მოსაზრება:

“კარგი გაკვეთილი აუცილებელია იყოს თანამედროვე მეთოდებითა და აქტივობებით გამდიდრებული,წინასწარ დაგეგმილი და მორგებული თითოეულ მოსწავლეზე. ყველაზე სუსტი, გაუბედავი მოსწავლეც კი უნდა მონაწილეობდეს საგაკვეთილო პროცესში. კარგი გაკვეთილი უნდა იწყებოდეს განწყობის შექმნით,  მიზნების გაცნობითა და ჩასატარებელი აქტივობების მოკლე მიმოხილვით.გასათვალისწინებელია წინარე ცოდა, მაგრამ ახალი საინტერესო მასალაც გარკვევით უნდა მივაწოდოთ მათ. მოსწავლების მოსაზრებები უნდა იყოს პრიორიტეტული, მასწავლებელმა უნდა მოახდინოს მათი მანიპულირება, გამართოს დისკუსიები და მოითხოვოს არგუმენტირებული პასუხები.  გამოიყენოს გრაფიკული მაორგანიზებლები, მოძიებული ვიდეო მასალები, აღნიშნული საკითხის უკეთ გაცნობის მიზნით შექმნას პრეზენტაციები და კლასის მართვის პროგრამით ან პროექტორის საშუალებით გაუზიაროს მოსწავლეებს”

  • უნარების განვითარება

კარგი გაკვეთილი აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მოსწავლეებში რაიმე კონკრეტული უნარის ან  უნარების განვითერებაზე მაგალითად, ეფექტური  კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების,  ადაპტაციის უნარები. ამისთვის საჭიროა, რომ შინაარსის გარდა  დიდი ყურადღება იყოს დათმობილი  სწავლების მეთოდზე, ანუ იმაზე,  თუ როგორ  ასწალის პედაგოგი. სწორედ მეთოდები განსაზღვრავენ უნარების განვითარებას ბავშვებში:  მაგალითად,  ჯგუფური სამუშაოებით ისინი სწავლობენ გუნდური მუშაობის უნარს, რაც საკმაოდ ფასობს დღეს.  ტექნოლოგიის გამოყენებით გაკვეთილზე იძენენ ტექნოლოგიის მართვის უნარებს.

ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:

“გაკვეთილი კარგია მაშინ, როცა სასწავლო  მეთოდები შესაბამისობაშია აქტივობასთან,როცა თითოეული აქტივობის შემდეგ მიღწეულია შედეგი.ხდება არსებული ცოდნისა და ინფორმაციის შეჯერება,გამოწვევის ფაზაზე გაღვიძებული ინტერესის შენარჩუნება და განმტკიცება.კარგად დაგეგმილი გაკვეთილი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა საჭიროებების განვითარებას.”

  • მასწავლებლის  როლი

კარგია გაკვეთილი, როცა მასწავლებელი  ასრულებს   აქტივატორის როლს სააზროვნო კითხვების დასმით,   არ უთმობს  დიდი დროს საკუთარ საუბარს, აძლევს მოსწავლეებს  აზრების გამოთქმის საშუალებას.

ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე პედაგოგის მოსაზრება:

“კარგია გაკვეთილი, როცა ძირითადად აქტიურები არიან ბავშვები და მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში,ოღონდ არა  მარტო ერთეულე მოსწავლეები  აქტიურობენ არამედ ყველა შეძლებისდაგვარად”

 ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე მოსწავლის მოსაზრება:

“რას ნიშნავსკარგი გაკვეთილი ? – გაკვეთილი ნიშნავს სასკოლო პროცეს,  რომელშიც ერთდროულად იქნება დისკუსია და პოზიციების გაცვლა- გამოცვლა და არა მასწავლებლის გაუთავებელი შენიშვნები !”

  • ტექნოლოგიების გამოყენება

კარგი გაკვეთილი  აუცილებლად უნდა იყენებდეს ტექნოლოგიას შესაბამისად.  რაც სწავლას გაცილებით საინტერესოს ხდის.

ონლაინ გამოკითხვაში მონაწილე  პედაგოგის მოსაზრება:

“კარგი გაკვეთილია, როცა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებითაა გაკეთებული”


“კარგად დაგეგმილი პროცესი, მიზნის შესაბამისი მრავალფეროვანი აქტივობები, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობი და შეფასება, რომელსაც აკეთებენ მოსწავლეები მაწავლებლის დახმარებით .რესურსების მრავალფეროვნება “  -მასწავლებელი

  • საკლასო ოთახის დიზაინი

კარგია გაკვეთილი,  სადაც საკლასო ოთახის დიზაინი,   მერხების განლაგება, წყობა  შეესაბამება კონკრეტულად იმ გაკვეთილის თემას და აქტოვიბას.  კარგია თუ  მოსწავლეები გავეთილის დაწყების წინ თვითონ იზრუნებენ გარემოს  დიზაინზე. მასწავლებელი კი ამ ყველაფრის ინიციატორი და ხელშემწყობი იქნება.

  •  კარგი გაკვეთილის შედეგი

კარგი გაკვეთილი  უნდა ანგრევდეს  მოსწავლეებში გარკვეულ სტატუს-ქვოს აზროვნების თვალსაზრისით,  ანუ კარგი გაკვეთილი მოსწავლისთვის უნდა იყოს რაიმე ახლის აღმოჩენის  საშუალება. უნდა  უტოვებდეს  მათ საფიქრალს, უნდა აფიქრებდეს მათ  გაკვეთილის შემდეგაც საგაკვეთილო თემაზე.

  • კავშირი რეალურ ცხოვრებასთან

კარგია გაკვეთილი, როცა მოსწავლე ხედავს უშუალო კავშირს მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და  სწავლას შორის,  არ უნდა იყოს საგაკვეთილო თემა აბსტრაქტული.

  •  სახალისო

კარგია გაკვეთილი,  როცა  მოსწავლეებს  უხარიათ იქ შესვლა  არის სახალისო, გარკვეულიწილად.

გამოკითხვაში მონაწილე დაწყებითი კლასების პედაგოგი:

“სტრუქტურულად გამართული,აქტივობები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს პროგრამასთან, მოსწავლეთა დონე და შესაძლებლობები გათვალისწინებული. რესურსები დახვეწილი და საგაკვეთილო მასალას მისადაგებული. შეფასება გამჭვირვალე და ობიექტური. სახალისო და დაძლევადი”

ავტორი: მუხრან გულიაშვილი

სასკოლო კვლევების ცენტრი

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება