სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება
24-01-2017
-
+


საქართველოს მთავრობის დადგენილება №75.

მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება. 



მუხლი 3. მასწავლებლის დამატებითი საქმიანობები

1. მასწავლებლის დამატებითი საქმიანობებია:

ა) პროფესიული განვითარების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარი) მომხსენებლად მონაწილეობა;

ბ) სტაჟირება პროფესიული განვითარების მიზნით, რომელიც დადასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენით;

გ) მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი სასწავლო რესურსის შექმნა (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა);

დ) მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი შემდეგი რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა:

დ.ა) სტატია (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა);

დ.ბ) მეთოდური ლიტერატურა (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა);

დ.გ) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები;

ე) სტუდენტების ან/და მასწავლებლების კონსულტაცია (მხოლოდ უფროსი მასწავლებლისათვის);

ვ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგ-მოდულის ავტორობა. სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული  ტრენინგის აკრედიტებული  ტრენინგ-მოდულის ავტორობა;

ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიზნით, მასწავლებლის თვითშეფასების საფუძველზე, მასწავლებლის მიერ ზოგადსაგან­მანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ორგანიზებული  ტრენინგის ან/და სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტებული ტრენინგის  გავლა;

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობა.

2. მასწავლებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დამატებითი საქმიანობებისათვის გათვალისწინებული კრედიტქულების რაოდენობის ფარგლებში, განსახორციელებლად ირჩევს ერთ ან რამდენიმე დამატებით საქმიანობას.

3. პრაქტიკოს მასწავლებელს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში განხორციელებული დამატებითი საქმიანობების შესაბამისი კრედიტქულები უღიარდება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შემდგომ.



კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მწერლის მიმართვითა და შემოქმედებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა ააგეს ბავშვთა ქალაქის მაკეტი, დახატეს მათი საოცნებო ქალაქი და წერილები მიწერეს ავტორს
ოლიმპიადის სასკოლო რაუნდს ორგანიზებას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნათელა ირემაძე უწევდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება