სიახლეები
ეტალონი

''ლენტეხის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი საზეიმო ვითარებაში გამოვლინდა
23-01-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 

ამჯერად, ''ლენტეხის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.     

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ლენტეხის N1 სკოლაში ჩატარდა.   

ლენტეხის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი, ლენტეხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.  

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა.    

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი.  

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ლენტეხის N1 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაშა ჩანქსელიანი დაეუფლა (67ქულა). 

ლაშა ჩანქსელიანი მომავალ ეტალონელებს რჩევებს აძლევს: 

„ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანი იყო, გაოცებული დავრჩი როდესაც გავიგე, რომ გამარჯვებული ვიყავი. ‘’ეტალონი’’ არის ცოდნის გამოვლენის შეჯიბრი და ჭკვიანები იმარჯვებენ. მომავალ ‘’ეტალონელებს’’ ვურჩევდი იმეცადინონ, ინტელექტ-შეჯიბრი კი ძალიან დიდ შესაძლებლობებს მისცემს მათ.“

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი მთელი გულითა და სულით ულოცავს ამ ლამაზ დღეს მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს მათ:

''ასეთი ლამაზი, ამაყი ბუნების შვილები რომ ხართ ლენტეხელებო, ჯანსაღ სხეულში რომ ჯანსაღი სული გაქვთ, სწორედ ამიტომ მიყვარს თქვენი კუთხის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ორმაგად სასიხარულო ის არის, რომ წინა წლის "ეტალონი", თქვენი თანაქალაქელი, თქვენი მთების და თქვენი ადგილის შვილია და ეს ძალიან საინტერესოა, ვინაიდან აი, ამ ლამაზ წიაღში ესეთი ნიჭიერი ახალგაზრდები იბადებიან, იზრდებიან. მე მთელი გულითა და სულით მინდა ეს ლამაზი დღე მოგილოცოთ და წარმატებები გისურვოთ. ჩათვალეთ რომ რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტი იქნება, თუ საკანონმდებლო ორგანო მხარს უჭერს ''ეტალონს''. წარმატებები! ყოველთვის ვიქნები თქვენ გვერდით, ჩათვალეთ, რომ ერთი პატარა მეგობარი ჩემი სახით გყავთ.''

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამირან ჯამბურიძე აღნიშნავს, რომ მთელი ლენტეხი აღფრთოვანებულია ''ეტალონით'':

„საუკეთესო განწობა იყო ინტელექტ-შეჯიბრზე. ყველანი აღრთოვანებულები ვიყავით. მთელი სვანეთი მადლიერია, გასული წლის შედეგითაც და წელსაც. ვფიქრობ, მომავალშიც წარმატებას აუცილებლად მიაღწევს ‘’ლენტეხის ეტალონი მოსწავლის’’ ტიტულის მფლობელი.“

ლენტეხის N1 სკოლის დირექტორის ნატო ჯანხოთელის თქმით, ‘’ეტალონში’’ მთელი რაიონია ჩართული:

“დიდი მოტივაცია მისცა ‘’ეტალონმა’’ მოსწავლეებს. შარშან ჩვენი რაიონიდან იყო გამარჯვებული და ეს ბავშვებისთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაცია იყო. ძალიან დიდი ხალისით არიან ჩართულები ამ შეჯიბრში მოსწავლეები. გამარჯვებული მოსწავლე გამორჩეულია როგორც სწავლით, ასევე ყოფა-ქცევით. სკოლაც ასახელა და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ მათ. მადლობა ბატონ გოჩას ასეთი პროექტისთვის. ‘’ეტალონი’’ ზრდის ბავშვების მოტივაციას. დიდი მონდომებით არიან მოსწავლეები ჩართულები და მასწავლებლებსაც ძალიან დიდი სტიმული აქვთ. მარტო სკოლა არ არის ჩართულია ამ კონკურსში, არამედ მთელი რაიონი.“

რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა მადლობას უხდის ‘’ეტალონის’’ შემოქმედებით ჯგუფს:

„როგორც ყოველთვის აღფრთოვანებული ვართ ბატონი გოჩას პიროვნებით, ამ პროექტით. ‘’ეტალონი’’ ჩვენთან ძალიან პოპულარულია. ყველაფერმა ორგანიზეულად ჩაიარა. მონაწილეთა ცოდნაც საკმაოდ მაღალი იყო. კმაყოფილები ვართ. ‘’ეტალონი’’ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში. ყველა მაღალ დონეზე აფასებს ინტელექტ-შეჯიბრს. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ‘’ეტალონი’’ დაბრუბდეს სატელევიზიო სივრცეში. ეს პროეტი ფართო მასშტაბით უნდა შუქდებოდეს. აღფრთოვანებულები ვართ. მადლობა მინდა გითხრათ ასეთი პროექტისთვის.’’

''ეტალონი'' მადლობას უხდის ანსამბლ ''ლემშვენიერას'' და ასევე, ლენტეხის N1 სკოლას მასპინძლობისთვის.

''ლენტეხის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ლაშა ჩანქსელიანი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.   

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.   

გთავაზობთ, ლენტეხის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს

ლენტეხში ''ეტალონის'' შეჯიბრის დაწყებას განსაკუთრებულად ელიან


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და მიწვეული სტუმრები, რომლებიც ამ დღით აღფრთოვანებულები დარჩნენ
სასკოლო საზოგადოების ჩართულობითა და დირექციის მხარდაჭერით შეგროვდა მაკულატურა
„ყველა საგანი უკავშირდება სხვა რომელიმე სფეროს და ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანთან“
 
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება