განათლების პროფესიონალთა ტრენინგების პროგრამა - ''პესტალოცი''
17-01-2017
დაკოპირებულია
-
+
პროგრამა ,,პესტალოცი” განათლების პროფესიონალთა ტრენინგების პროგრამაა, რომელსაც ევროსაბჭო ევროპის კულტურის კონვენციის ფარგლებში ახორციელებს.
საქართველოში პროგრამა ”პესტალოცის” კოორდინაციას უწევს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების პოპულარიზაციას, კერძოდ, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესს პედაგოგების, ტრენერების და განათლების სპეციალისტებისტებისათვის პროფესიული ზრდის საშუალებების შეთავაზების გზით.
“პესტალოცის” ფარგლებში მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად დასაგეგმად და განსახორციელებლად, პროფესიული კავშირები დაამყარონ ევროპის სხვადასხვა ტიპის სკოლების მასწავლებლებთან და განათლების სპეციალისტებთან.
პროგრამის ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ძირითადი თემატიკაა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა სკოლებში, ადამიანთა უფლებების სწავლება და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა.