ასტროლოგია არის პარამეცნიერების დარგი, რომლის მიხედვით ციური სხეულების, ძირითადად პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების და ე. წ. ასტროლოგიური სახელების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის წინასწარმტყველება.
ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში მესოპოტამიაში და შემდგომ განვითარდა ასურეთში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ინდოეთში, ასევე ისლამურ ქვეყნებსა და ევროპაში.
ადამიანები უძველეს დროში ხშირად ითვალისწინებდნენ ასტროლოგიურ პროგნოზებს. მაგალითად, ასეთები იყვნენ:
პითაგორა - მათემატიკოსი, ასტროლოგი და ფილოსოფოსი. თალეს მილეთელი - ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი. გალილეო გალილეო - იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი.
ისინი საკმაოდ ხშირად იყენებდნენ ასტოროლოგიას თავიანთ სამეცნიერო კვლევებშიც.