წამყვანი სკოლები - რა არის აუცილებელი, რომ სკოლამ აღნიშნული სტატუსი მოიპოვოს
23-12-2016
დაკოპირებულია
-
+
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის დირექტორთა ახლადარჩეული საბჭოს პირველი სხდომაზე ისაუბრა სკოლების კატეგორიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად სამი ტიპის სკოლის არსებობას გულისხმობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, Etaloni.ge დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ წევრს სიქთარვის სკოლის დირექტორს ია კვატაიას გაესაუბრა:
მისი თქმით, სკოლა დაიყოფა სამ კატეგორიად:
1. 200 მოსწავლემდე
2. 200 მოსწავლეზე ზემოთ
3. წამყვანი სკოლები, რომელ კატეგორიაში მოსახვედრადაც აუცილებელია ეროვნულ გამოცდებზე მიღებული მაღალი შედეგები, საჯარო ხელმისაწვდომობა, გამჭვირვალობა, მასწავლებლების მაღალი დონე.
წამყვან სკოლაში თავისუფლების ხარისხი გაცილებით მეტი იქნება.