სიახლეები
სიახლეები

WORLDSKILLS GEORGIA-ს რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებაზე რეგისტრაცია იწყება
22-12-2016
-
+


გამოცადეთ თქვენი შესაძლებლობები, აღმოაჩინეთ თქვენი უნარების ძალა, მიიღეთ მონაწილეობა პროფესიული უნარების ეროვნულ შეჯიბრებაში!

2017 წლის 18-19 იანვარს თბილისში ჩატარდება WorldSkills Georgia-ს რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრება ექვს პროფესიაში:



  • ვებდიზაინი
  • გრაფიკული დიზაინი
  • სამზარეულო საქმე
  • სარესტორნო სერვისი
  • საკონდიტრო საქმე  
  • საპარიკმახერო საქმე 

WorldSkills Georgia-ს რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველებს 20 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად შეავსონ განაცხადი და დარეგისტრირდნენ  WorldSkills Georgia-ს ოფიციალურ ვებგვერდზე www.worldskills.ge 

შეავსეთ განაცხადი 

გაითვალისწინეთ, შეჯიბრების მონაწილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 22 წელს 2017 წლის პირველ ნოემბრამდე!

28 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით დარგის ექსპერტები შემოსული განაცხადებისა და მონაწილეობის მსურველ კანდიდატებთან პირადი გასაუბრების საფუძველზე შეარჩევენ WorldSkills Georgia -ს რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრების მონაწილეებს. 

თითოეულ პროფესიაში არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა მაქსიმუმ 8 მონაწილე. გამონაკლისია ვებდიზაინი, რადგან ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა შეჯიბრებაში მონაწილეობა ერთდროულად მიიღოს 18 მონაწილემ. თითოეულ პროფესიაში გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მფლობელები, რომლებსაც გადაეცემათ სერტიფიკატები.

WorldSkills Georgia 2017 - ეროვნულ  შეჯიბრებაში პირველ ადგილზე გასული ახალგაზრდებისგან დაკომპლექტდება WorldSkills Georgia-ს ეროვნული გუნდი. ეროვნული გუნდი მონაწილეობას მიიღებს WorldSkills–ის რიგით 44-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში აბუ-დაბიში გაიმართება. 

WorldSkills Georgia არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. პროექტი - WorldSkills Georgia - 2012 წელს დაიწყო და განხორციელდა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით. 

2012 წლიდან WorldSkills Georgia, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით არის WorldSkills International-ის წევრი. ეწვიეთ ვებგვერდს www.worlskills.org, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციის 60-წლიან ისტორიას.

საქართველოში WorlsSkills-ის ეროვნული შეჯიბრება ჩატარდა ორჯერ. საქართველოს გუნდმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა WorlsSkills-ის საერთაშორისო შეჯიბრებაში (2013 წელი, ლაიფციგი - სამ პროფესიაში: სამზარეულო საქმე, შედუღება, ვებ-დიზაინი; 2015 წელი, სან-პაულო - ექვს პროფესიაში: სამზარეულო საქმე, შედუღება, ვებდიზაინი, სარესტორნო საქმე, ფლორისტიკა, საპარიკმახერო საქმე).

დარეგისტრირდით WorldSkills Georgia-ს ვებგვერდზე www.worldskills.ge პროფესიული უნარების რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად, გამოცადეთ შესაძლებლობები, აღმოაჩინეთ უნარების ძალა!


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება