მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
"ეს არის სტუდენტების გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუშალონ თავის მეგობრებს სწავლაში და ეს ჩვეულებრივი დანაშაულია, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ “აუდიტორია 115”-ის მიერ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სტუდენტებს, რომ საკუთარი პროტესტის გამოხატვით თანატოლებს სწავლაში ხელი არ შეუშალონ.
”ეს არის სტუდენტების გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუშალონ თავის მეგობრებს სწავლაში და ეს ჩვეულებრივი დანაშაულია, რაც ამ ხალხს არაფერში სჭირდება. ჩვენ რამდენჯერმე ვთხოვეთ ამ ხალხს, გამოხატონ პროტესტი, ოღონდ ისე, რომ თავის თანატოლებს სწავლაში ხელი არ შეუშალონ”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.