სიახლეები


გრაფიტი ღია სცენის კედლზე - სენაკის N1-მა სკოლამ ხეების გაჩეხვის წინააღმდეგ აქცია მოაწყო
30-11-2016
-
+


დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალური პრობლემა არის ხეების გაჩეხვა. იგი ითვლება სტიქიური უბედურებების და ბუნებრივი კატაკლიზმების მთავარ მიზეზად, რაც დიდ საფრთხეს უქმნის დედამიწას და კაცობრიობას. 

სენაკის მონიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მხარდაჭერით და სენაკის N1 სკოლაში ჩამოყალიბებული CENN-ის გუნდის წევრებმა, ნიკო კეცხოველის სახელობის 1,2 და 3 ხარისხის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსის ფარგლებში, განახორციელეს გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერის მიზნით მორიგი საქმიანობა. 

მოსწავლეებმა სენაკის ცენტრალურ პარკში, გრაფიტი დაიტანეს ღია სცენის კედელზე. 

როგორც ხელოვნების მასწავლებელი მამუკა კუჭავა აღნიშნავს, თანამედროვე პერიოდში გრაფიტი ყველაზე გავრცელებული მასალაა:

"მოსწავლეებმა ფერადი სასხურებელი საღებავებით გამოხატეს სატკივარი და ეს მონუმენტური ნახატი იქნება მათი გადადგმული ნაბიჯი, დაარწმუნონ მოსახლეობა იმაში, რომ დაიცვან ბუნება და ბუნებაც დაიცავს მათ." 

სკოლის დირექტორის ნინო გოგელიძისა და ხელოვნების მასწავლებელის მამუკა კუჭავას თანამშრომლობამ, სენაკის მონიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურთან, ახალგაზრდებს გააკეთებინა სასარგებლო საქმე, რისთვისაც სკოლის მოხალისეთა გუნდი მადლობას უხდის მათ.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
პედაგოგის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მისმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს
სკოლები
მოსწავლეებმა რეალურ ცხოვრებასთან პარალელები გაავლეს და დღევანდელ ყოფაზე საინტერესოდ იმსჯელეს
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საინტერესო რესურსებიც შექმნეს
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
სკოლაში მოსწავლეებს საქართველოს დროშები და თემატური პლაკატები ამშვენებდათ
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება